ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ განჩინებას აფასებს და აცხადებს, რომ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გაასაჩივრებს თუ არა მას. სალიას თქმით მან საკუთარი პოზიცია ხალვაშთან უნდა შეათანხმოს.
„ჩვენც გვაქვს ამის გასაჩივრების შესაძლებლობა და უნდა გავეცნო და დეტალურად ხვალ შემეძლება გითხრათ ჩემი პოზიცია. მითუმეტეს, რომ ჯერ უნდა შევათანხმო ჩემი პოზიცია ჩემს მარწმუნებელთან, მითუმეტეს, რომ დროებით მმართველებს შეეძლოთ წარედგინათ დეკლარაცია არსებული მონაცემების შესაბამისად და შემდგომ თუ დასაზუსტებელი იყო დაეზუსტებინათ.
ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით რა სამართლებრივი პროცედურები შეიძელბა იყოს, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ძალაში არ შედის. მე არ ვიცი საყევარიშვილის უფლებამოსილების შეჩერების ნაწილში რა განჩინება მიიღო, ანუ დაუყოვლებლივ შეაჩერა სასამართლომ თუ არა. მე ვთვლი, რომ ამ განჩინებით აღდგა მანამდე არსებული 5 ნოემბრის განჩინებამდე არსებული სტატუსკვო, გენერალურ დირექტორს და ფინანსურ დირექოტრს აღუდგათ შეჩერებული უფლებამოსილება, ხოლო დროებით მმართველს შეუჩერდა, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს კომპანიის დირექტორები, თუ დროებით მმართველი, 15 ნოემბერს უნდა წარადგინონ საგადასახადო დეკლარაცია იმისთვის, რომ არ დაზარალდეს კომპანია,“- აცხადებს პაატა სალია.