სტიქიის გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს, ცოტა ხნის წინ ამ თემაზე ბრიფინგი გაიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მინისტრის პირველი მოადგილის ილია დარჩიაშვილის განცხადებით შეზღუდვები გზებზე როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მოქმედებს. სტიქიის ზონებში კი შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიები.
ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია ქობულეთში.
ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ტრანსპორტის მიმოსვლა სამინისტროს ინფორმაციით ბაღდათი-ქუთაისის გზაზე გადაერთო.
შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე ავტომობილები შემოვლითი გზით სარგებლობენ.
ძლიერი ქარბუქისა და თოვის გამო დაიკეტა მოძრაობა წალკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ სტიქიის ზონებიდან გამოყვანილია მგზავრები და ავტომობილები.