მოკლული კობა აღლემაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყებას მიმართავს და დროულ გამოძიებას ითხოვს. ადვოკატმა გოგა ონიანმა დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაასაჯაროვა. მისი მტკიცებით, ვიდეომასალა კობა აღლემაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, გარდაცვლილის ავტოფარეხშია გადაღებული.
კობა აღლემაშვილი 2015 წლის 8 იანვარს ვაზისუბანში საკუთარ სადარბაზოსთან ბლაგვი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაიცვალა.