20 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
პაატა ბურჭულაძე და ვანო მაჭავარიანი-ახალი ფონდი, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას

ახალი ფონდი თუ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების საფუძველი. საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია პაატა ბურჭულაძის განაცხადი. ცნობილია ასევე იმ პირების ვინაობა, რომლებიც ბურჭულაძესთან ერთად საზოგადოებრვ-პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებენ. მიუხედავად იმისა, რომ ფონდის დამფუძნებლებს, პოლიტიკური გეგმების შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ, გავრცელებული ინფრომაციით, ფონდმა რამდენიმე თვეში შესაძლოა, პოლიტიკური პარტიის დატვირთვა შეიძინოს.

საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე ახალი ფონდის წევრები მუშაობას დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებენ. ფონდი, სახელწოდებით საქართველოს განვითარებისთვის ჯერ პრეზენტაციის მოლოდინშია, რაც თბილისში ფონდის სამეთვალყურერო საბჭოს თავმჯოდმარის, პაატა ბურჭულაძის ჩამოსვლის შემდეგ შედგება.

ავტორი:ეკო მაღრაძე 

დღის ამბები