20 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
წვიმა, თოვლი ქარი, მეწყერი - საქართველოში სტიქია მძვინვარებს

ნინოწმინდაში 6 სოფლამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო გზის გაწმენდის სამუშაოები შეფერხებულია, 10 კილომენტიანი მონაკვეთიდან მგზავრების გამოყვანა დღის ბოლოს მოხედრხა. ასეულობით ოჯახს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

მძიმე ვითარებაა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, ძლიერი წვიმის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და სახლების პირველი სართულები დატბორა. სოფელ ხიდისთავში სამანქანო ხიდს საყრდენი ბოძები გამოაცალა. გადაადგილება რამდენიმე სოფელში ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ერთი სოფლის 16 ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი ბაღდათში. ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საცალფეხო ხიდი წაიღო. ადგილობრივების ინფორმაციით ძლიერი ქარის გამო სახლის კედელიც ჩამოიშალა.

სტიქიამ დააზარალა აჭარის მაღალმთანი სოფლები, სოფელ ქედაში ხუთი ოჯახია ევაკუირებული, გადაუღებელი წვიმის შედეგად სოფელში მეწყერი ჩამოწვა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ჩაკეტილი იყო ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზაც.

სტიქიაა აღმოსავლეთ საქართველოშიც შიდა ქართლსა და კახეთში. 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები