20 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს უპირისპიდებიან და მას დემოკრტიული ინსტიტუტების წინააღდეგ დისკრიმინაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. მიმართვაში, რომელსაც ხელს 12 არასამათავრობო ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ყოფილი პრემიერის განცხადები ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს საფრთხეს უქმნის.

ბიძინა ივანიშვილისა და სახელისუფლო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოხატული დაუსაბუთებელი კრიტიკა საზოგადოებაში შეიძლება აღიქმებოდეს არა მხოლოდ იმ ფაქტორებზე თავდასხმად, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების იდეა, არამედ თავად ამ ღირებულებების დაკნინების მცდელობად, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ფონზე.

საგანგებო განცხადებას ყოფილი პრემიერისადმი წინ უსწრებდა ივანიშვილის კრიტიკა არასამთვრობო ორგანიზაციების მისამართით. ბიძნა ივანიშვილმა განცხადება სწორედ იმ დროს გააკეთა, როცა მესამე სექტორის წარმომადგენლები ფრედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე და რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობის გაძლიერებაზე საუბრობდნენ.

12 არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტკაზე ყოფილ პრემიერს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. 

ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები