არასამთავრობო სექტორი კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს. ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
საუბარია ფარულ მიყურადებასა და ელექტრონულ თვალთვალზე, რომელიც არასამთავრობოების მოთხოვნით მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს. მოსარჩელე მხარის განცხადებით არსებული რეგულაცია არაკონსტიტუციურია.
ავტორი:ბექა მჭედლიშვილი