20 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
რუსთავი 2 ის მხარდამჭერების პატიმრობაში დატოვების შესახებ, არხის მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

რუსთავი 2 ის წილის 91%-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები პარლამენტის შენობასთან რუსთავი 2 ის მხარდამჭერების დაკავებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი პატიმრობაში დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

 

გუშინ, 12 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა 2 ნოემბერს რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები - ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია. გვსურს, ჩვენი სრული თანადგომა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა პატრიოტებს და მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადოთ სამოქალაქო სიმამაცისთვის. ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი საერთო გამარჯვებით - რუსთავი 2 კვლავ იდგება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, რაც მრავალთა შორის, მათი დამსახურებაც არის. გვინდა გამოვთქვათ რწმენა, რომ ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძის და კახაბერ გაბუნიას პატიმრობა მხოლოდ დროებითია და ისინი მალე შეუერთდებიან საკუთარ ოჯახებს და ახლობლებს. აქვე, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მოახდინონ დაკავებული პირების პატიმრობაში ყოფნის კანონიერებისა და დასაბუთებულობის მონიტორინგი და მიმართონ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შეწყდეს თავისუფალი მედიისთვის მებრძოლი პატრიოტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები