20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს პარლამენტის იურისტების მოთხოვნით მოწვეულ სპეციალისტს მოუსმენენ. შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლეთა კოლეგია ძმები ყარამანიშვილებისა და TV საქართველოს ადვოკატების სახელით წარდგენილ სარჩელზე.

იურისტები საპროცესო კოდექსის იმ ნორმის შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც 5 ნოემბრის განჩინების საფუძველზე რუსთავის 2-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და ეს ნორმა შეაჩერა, თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის და გუშინდელი განჩინებაც ძალას დაკარგავს.

სხდომა დღეს 12 საათზე განახლდება.

დღის ამბები