გაასაჩივრებენ თუ არა დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც მას დროებითი მმართველის უფლებამოსილება გაუუქმდა, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ. დვალის თქმით, ისინი ელოდებიან, როდის გადაეცემათ დოკუმენტი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას, მისი შეფასებით გადაწყვეტილებამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს რუსთავის 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები.
დავით დვალმა ასევე განმარტა, რომ მათი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და არ გამორიცხავს, რომ მომავალი კვირიდან სხვა არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
კომენტარი გააკეთა ჯარჯი აქიმიძემაც. მისი აზრით სასაქალაქო სასამართლომ არსებული ვითარების შესაბამისი გადაწყვეტიელბა მიიღო.
„ვფიქრობ, სასამართლომ ყველას გასაკვირად, გამოსავალი მოძებნა,“ - აცხადებს ჯარჯი აქიმიძე.