20 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნოს

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობა შესაძლოა გივი კუბლაშვლმა დაიკავოს. 

კომპანია ელიტა ბურჯის თანამშრომელი კურიერთან სატელეფონო საუბრისას ადასტურებს, რომ მერიაში კეთილმოწყობის სამსახურის ხელმღვანელის თანამდებობის დასაკავებლად შეთავაზება მიიღო, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გივი კუბლაშვილს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის მერიაში კონსულტაციებს უკვე მართავს. გივი კუბლაშვილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიაში ლოჯისტიკის განყოფილებაში მუშაობდა.

საკრებულოს ოპოზიციის წევრების თქმით, თბილისის მერი საკადრო გადაწყვეტილებებს თავად ვერ იღებს.

კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კუბლაშვილის შესაძლო დანიშვნას ადასტურებს თბილისის მერი. 

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური თვენახევრის წინ გახდა, როდესაც ის ავთანდილ სუდაძემ დატოვა.

ავტორები: სოფო ვარდიაშვილი, ელისო ჯარიაშვილი, რამაზ უთრუგაშვილი, გივი კაჭარავა. 

 

 

დღის ამბები