გურიაში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. წუხელ მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა 100- მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.
სტიქია მძვინვარებს იმერეთშიც. გადაუღებელმა წვიმამ განსაკუთრებით თერჯოლისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დაზიანებულია საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების ნაწილი. წაღებულია გადასასვლელი ხიდები. უკვე მეორე დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია სოფელი რუფეთი და წითეხევი.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან გორშიც. ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში 15 სოფელი დააზარალა. ყველაზე რთული მდგომარეობაა საქაშესა და ნიქოზში. დაზარალებულები დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს და მათ დროებით გადახურვის მიზნით ტენტები გადასცეს.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, ლადო მენაბდე, ედიშერ მუშკუდიანი, იზო ჩუბინიძე.