20 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
„ამაზე მეტად სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია," - დავით ნარმანია

ბიუჯეტთან დაკავშირებით, დღეს შეფასებები გააკეთა დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ისინი ოპოზიციის შეთავაზებების გათვალისწინებას არ აპირებენ, მათ შორის დედაქალაქის მერიის რიგითი თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით.

„ამაზე მეტად სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. ბიუჯეტის ხარჯების ერთ მეოთხედზე მეტი ნამდვილად მუნიციპალური ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებზე მიემართება. თუ ყველას გავათავისუფლებთ მგზავრობის გადასახადისგან, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია სრულად ბიუჯეტის ხარჯზე შესანახი გახდება, რომელსაც ჩვენი ბიუჯეტი ნამდვილად ვერ გაუძლებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, კი ოპოზიციის მოთხოვნები, არის უფრო პოლიტიკური მოტივით ორიენტირებული.

„ბიუჯეტი არ იქნება იმაზე ნაკლები ვიდრე იყო გასულ წელს,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები