სტიქიაა აჭარაშიც. შუახევში 5 სახლი ჩამოინგრა. რამდენიმე სახლს კი ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა.
მეწყერული პროცესების გამო გარე სამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი. ელექტროენერგია მხოლოდ დაბა შუახევს მიეწოდება.
მეწყრული პროცესები განვითარდა ხულოშიც. სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სტიქიამ ხულოში 135 ოჯახი დააზარალა. ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის ხაზები აქაც დააზიანა.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ადგილობრივი სამსახურები აქტიურად განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.