ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა სოლიდარობა გამოხატა ფრანგი ხალხისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და გაუმართლებელია ტერორიზმი.
ნაცვლიშვილის თქმით, დღეს „ყველა ადამიანისთვის გლოვის დღეა, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლეა ფასეული“.
„მინდა გამოვხატო დიდი იმედი, რომ ასეთი ბარბაროსული და ტერორისტული აქტები ვერ შეუწყობს ხელს ანტიმუსლიმური სენტიმენტის გაღვივებას, მათ შორის, საქართველოშიც. იმიტომ, რომ ეს ადამიანები ISIS-ის წარმომადგენლები, ზოგადად ტერორისტები, არ მიეკუთვნებიან ერთ კონკრეტულ ჯგუფს. მათ არ გააჩნიათ რელიგია, თუ ეთნოსი. ესენი არიან ადამიანები, რომელთათვისაც ტერორი არის მოქმედების ფორმულა და ებრძვიან, მათ შორის, მუსლიმ ადამიანებსაც და საკუთარ მოქალაქეებსაც“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა