დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე ექვს-სართულიანი შენობის ერთი ფლიგელი ჩამოინგრა. შენობაში, რომელიც აგლაძის ქუჩაზე 37 ნომერში მდებარეობს, არავინ ცხოვრობს.
ნაგებობის ქვემოთ ავტომობილების შესაკეთებელი სახელოსნოები იყო განთავსებული. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გმაოძიება.
ადგილზე მობილიზებული იყო რაიონული გამგეობის, ქალაქის მერიის, ზედამხედველობის, კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები, სამაშველო სამსახური.