თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან ამ დრომდე მიდიან ქართველები საკუთარი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის გამოსახატად. მოქალაქეებს საელჩოსთან მიაქვთ ყვავილები, სანთლები და ტრანსფარანტები.
რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთის საელჩოსთან იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ფრანგები. მათ მომხდარის გამო წუხილი გამოთქვეს. ფრანგებმა ქართველებს თანადგომისთვის მადგლობა გადაუხადეს.
თბილისში საფრანგეთის საელჩოს მეორე დღეა საპატრულო ეკიპაჟი იცავს. ხვალიდან კი საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.