20 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
სოფელ გომთან ცენტრალური მაგისტრალი 15 წუთით გადაიკეტა-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

15 წუთით გადაკეტილი იყო ცენტალური მაგისტრალი სოფელ გომთან. ადგილორვმა მცხოვრებელებმა ამ ფორმით ხელისუფლების ყურადღების მიქცევა სცადეს. მათი მტკიცებით, გომში სტიქიის შედეგად 50-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტობრა, თუმცა მათთან დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან ხაშურის გამგებელი მივიდა, რომელიც მოსალხოებას დახმარებას დაჰპირდა.
გომელების თქმით, მდინარე სურამულას თავის დროზე გაწმენდა პრობელმას მოხსნიდა. მათივე თქმით, მდინარის გაწმენდითი სამუშაოები ახლა მაინც უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები