ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების ყოფილ უფროსს ლაშა კვირკვაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 2 თვის ვადით მიუსაჯა. კვირიკვიას სასამართლო პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კვირკვიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდებაზე უარს აცხადებდა ან მის გათავისუფლებას 7 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
პროცესს ვერ დაესწრო დაზარალებული ადვოკატი გიორგი მდინარაძე. რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს ზაზა ხატიაშვილს ის პროცესს დაესწრო. ხატიაშვილს საქმის მიმდინარეობით ხატიაშვილი კმაყოფილია.
პროცესი 1 საათის დაგვიანებით დაიწყო და ის კვირკვაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობდა.
სასამართლო პროცესი დახურული იყო ჟურნალისტებისთვის.
შეგახსენებთ, რომ კვირკვაია საავადმყოფოში შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. პოლიციის ყოფილი უფროსის მდგომარეობა სტაბილურია.