20 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
"რელიგიას ამოფარებული ადამიანები ტერაქტებს არ უნდა აწყობდნენ,"- საქართველოს მუფტი

საქართველოს მუსლიმთა კავშირის წარმომადგნებმა დღეს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. მათ შეკრებილებს 2015 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორიელებული საქმეები გააცნეს. დღესვე კომენტარი გაკეთდა პარიზში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით. საქართველოს მუსლიმთა კავშირმა ძალადობა დაგმო.

"ყველა მუსლიმი გმობს ამ ტერაქტს. ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, რომელიც სახელს უტეხს ისლამის რელიგიას. რელიგიას ამოფარებული ადამიანები ტერაქტებს არ უნდა აწყობდნენ,"- განაცხადა საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ. 

 

 

დღის ამბები