"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არც მსხვერპლთა შორის და არც დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან,"-ამ განცხადებას საკუთარ facebook გვერდზე საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე აკეთებს.
ელჩი წერს, რომ ამ დროისთვის საფრანგეთის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ყველა პირი იდენტიფიცირებულია, აღნიშნული ინფორმაცია კი მან რამდენიმე წუთის წინ ფრანგი სამართალდამცავებისგან მიიღო.
ეკატერინე სირაძე-დელონე აქვე განმარტავს, რომ შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.