20 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
13/11 - სისხლიანი პარიზული ღამე

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მისული ახალგაზრდები ტერორისტების სამიზნეები გახდნენ. 4 ტერორისტი შენობაში მაშინ შეიჭრა, როცა სცენაზე ამერიკული როკ ჯგუფი
სიმღერას ასრულებდა.

როკ სიმღერა სროლამ და სისხლმა ჩაანაცვლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტერორისტები არ ნერვიულობდნენ და ისროდნენ ყველას მიმართულებით.

"ისინი ისროდნენ ყველა მიმართულებით, ესროდნენ ყველას განურჩევლად სქსისა,"-ყვებიან თვითმხილველები. მათი ნაწილი ფანჯრიდან გადაძვრა ზოგმა სათადარიგო კარიდან გაქცევა შეძლო, თუმცა ვინც ვერ მოასწო ძირითადად ტერორისტებმა დახოცეს.

თვითმხილველების თქმით ტერორისტები კალაშნიკოვის იარაღიდან ისროდნენ. საკონცერტო დარბაზიდან 89 ცხედარი გამოასვენეს. დაღუპულთა ნაწილი ამოცნობილია.  მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი 13 ნოემბრის ღამეს ყველაზე სისხლიანი იყო, თუმცა ტერორისტული აქტები კიდევ 4 ადგილზე მოხდა. ტერორისტულ აქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა 90 ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ISIS საფრანგეთს ტერორისტული აქტებით კლვავ ემუქრება. უკვე მესამე დღეა პარიზი უჩვეულოდ ჩუმი და სევდიანია. ცარიელ ქუჩებს პოლიცია იცავს. დახურულია ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. 

ავტორი: გვანცა სუთიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები