20 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
სევდიანი და მგლოვიარე სიყვარულის ქალაქი პარიზი

პარიზში ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხმრავლობაა რესპუბლიკის მოედანია. ეს სწორედ ის ადგილია სადაც უკვე მესამე დღეა ტერორისტთა თავდასხმის დროს დაღუპულ ადამიანებს პატივს მიაგებენ. მოქალაქეებს არა მარტო ფრანგებს, ადგილზე მიაქვთ სანთლები, ყვავილები, პლაკატები.

შეკრებილები ამბობენ, რომ ეს არ არის თავდასხმა საფრანგეთზე ეს არის თავდასხმა ღირებულებებზე, რომელიც ცივილური სამყაროსთვის მნიშვნელოვანია.

რესპუბლიკის მოედანზე პარიზში დღეს ქართველი ემიგრანტები ეროვნულ სამოსში მივიდნენ. მათ ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

რესპუბლიკის მოედანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ადგილზე უკვე მეორე დღეა კურიერის გადამღები ჯგუფიც მუშაობს.

შეკრებილები პარიზში ამბობენ-"ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები. წადი ტერორისტო სახლში."

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები