"ISIS-ის მიზანი იყო საფრანგეთში დაწყებულიყო სამოქალაქო ომი,"- ეს განცხადება პარიზში მცხოვრებმა ქართველმა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა თორნიკე გორდაძემ რამდენიმე წუთის წინ პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
გორდაძე ამბობს, რომ ტერორისტებს სურდათ შეეცვალათ ფრანგების შეხედულებები თუმცა ეს მათ ვერ მოახერხეს. გორდაძის ინფორმაციით საფრანგეთი იყო და არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რომელსაც წლებია სურდა და სურს სამხედრო და საჰაერო იერიშები მიეტანა სირიაზე.
"პარიზი არის სიმბოლო დიდი დასავლური ცივილიზაციის. ტერაქტების შემსრულებლების მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიღუპულიყო, ხოლო დამგეგმავების მიზანი იყო ის, რომ შეერყია პოზიციები მთავრობასა და მოქალაქეებისთვის. მათი მიზანი იყო სხვადასხვა თემებს შორის დაპირისპირება მომხდარიყო. გეტყვით, რომ საფრანგეთში 10-11% არის ისლამისტი. გათვლა დამგეგმავების, იყო რომ დანარჩენი მოქალაქეები ამ ნაწილს დაპირისპირებოდა და ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაწყებულიყო. მაგრამ მეც და საფრანგეთის ყველა მოქალაქეს ესმის, რომ არ შეიძლება ISIS-ის მებრძოლების გაიგივება აბსოლიტურ ისლამისტებთან,"- განაცხადა თორნიკე გორდაძემ.