20 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
დავით ბაქრაძის თქმით, პრემიების სანაცვლოდ პენსიის ზრდის შესაძლებლობა არსებობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლიდან პენსიის 50 ლარით ზრდას ითხოვს. ახალი ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. ბაქრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს შესაბამისი თანხები. კერძოდ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტში მთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო იმისათვის რომ პენსიონრებისათვის პენსიის ზრდა 50 ლარით მოხდეს, 420 მილიონი ლარია საჭირო. 

ბაქრაძე მოუწოდებს მთავრობას საკუთარ კომფორტს პენსიონრებისათვის ცხოვრების გაუმჯობესება არჩიონ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობაში გადის კითხვით პენსია, თუ პრემია და იწყებს ხელმოწერების შეგროვებას. "ერთად უნდა ვაიძულოთ მთავრობა გაზარდოს პრემია," - აცხადებს დავით ბაქრაძემ 

"3 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება დადგა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე. შემცირდა

ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობის დონე გაიზარდა სიღარიბე განსაკუთრებით ამან იმოქმედა პენსიონრებზე. მათი პენსია დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების
გამო უფრო ნაკლებია ვიდრე 3 წლის წინ. გაძვირდა წამალი გაძვირდა პროდუქტი გაძვირდა ცხოვრება. ვითხოვთ გადაიდგას საგანგებო ნაბიჯი პენსიონერთა მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად.  50 ლარით პენსიით მატება 420 მილიონი ლარი დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს. 2012 წელთან შედარებით 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი მთავრობის შენახვის ხარჯები.  ამ თანხის პენსიონრებისთვის გამოყოფაა საჭირო. რა ჭირდება ქვეყანას პრემია, თუ პენსია? - ჩვენ ვფიქრობთ რომ პენსია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები