ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ამ შეხვედრამდე რამდენიმე ცოტა ხნით ადრე თავის რამდენიმე კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც შეხვდა.
ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. იოჰანეს ჰანმა დაადსტურა, რომ შეხვედრაზე საუბარი რუსთავი 2-საც შეეხო.
"დიახ, იყო ამის შესახებ განხილვა. ყველა ჩვენგანმა ხაზი გაუსვა მედიის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების პატივისცემის აუცილებლობას. ჩვენ ვსაუბრობთ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია და თუ როგორ შეიძლება ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება. ეს ეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს, ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას." - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე წარდგება მოხსენებით საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების პარალელურად ვისაუბრებთ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებზე. გასულ კვირას ვიმყოფებოდი საქართველოსა და უკრაინაში. ასე, რომ შეხვდერაზე ამ ვიზიტებთან დაკავშირებითაც მივაწვდი ინფორმაციას." - აღნიშნა მოგერინიმ.