20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
„აშშ-მა დადებითად შეაფასა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები", - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროში დემოკრატიისა და მმართველობის ქართულ-ამერიკული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა შეაჯამეს. ვაშინგტონში გამართული შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემო და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი იყო.

მათ შორის, დისკუსია შედგა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. ბრიფინგი უწყებაში საგარეო საქმეტა მინისტრის პირველმა მოადგილემ გამართა.  

„აშშ-მა დადებითად შეაფასა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რაც იძლევა შესაძლებლობას სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს,“ - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე .

დღის ამბები