ტერორისტების თანამზრახველებს ეძებენ საფრანგეთში. სამართალდამცველებმა რეიდი ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს და 160-ზე მეტი ობიექტი გაჩხრიკეს.
დაკავებულია 23 ადამიანი, ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს. 100-ზე მეტი კი შინა პატიმრობაშია.
ლიონში ჩატარებული რეიდის დროს პოლიციელებმა იარაღიც აღმოაჩინეს, მათ შორის ერთი ყუმბარმტყორცნი.
საფრანგეთის პრემიერმინისტრი ევროპას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ თავდასხმები უახლოეს დღეებში სხვა ქალაქებშიც არის მოსალოდნელი.