პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თანაგუნდელებთან ერთად უკვე მე-9 დღეა შიმშილობს.
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 100-მდე ადამიანი შიმშილობს.
მოშიმშილეები შუალედური არჩევნების გაუქმებას, საარჩევნო გარემოს შეცვლასა და თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ.
ირმა ინაშვილმა დღეს მედიას ის ოქმებიც წარუდგინა, რომელიც, მისი თქმით, დარღვევებით არის შედგენილი.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა სახალხო დამცველსაც მიმართა და ის უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„ეს არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლება მართალია ამას არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არჩევნების გამყალბებელი ხელისუფლება. აუცილებლად დადგება საქართველოში ის დრო, როდესაც ციხეში აღმოჩნდება თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. არჩევნების გაყალებება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა ირამა ინაშვილმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველმა „ის მაინც უნდა გაბედოს,“ რომ მოშიმშილეების მდგომაროება მოიკითხოს.
„ასე რამ დაგამონათ, ასე ვინ შეგაშინათ?“ - აცხადებს ინაშვილი.