ტერაქტების დროს დაღუპულ 129 ადამიანს საფრანგეთში მესამე დღეა გლოვობენ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
ცერემონიას სორბონის უნივერსიტეტში პირადად უძღვებოდა პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.
ანალოგიური ცერემონიები გაიმართა ეიფელის კოშკთან, რესპუბლიკის მოედანზე და თავდასხმების ადგილებზე მოწყობილ მემორიალებთან.
დაღუპულებს მთელს მსოფლიოშიც გლოვობენ. საფრანგეთის პარალელურად, წუთიერი დუმილი ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიმართა, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.
გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.