უბედური შემთხვევა კასპში, სააკაძის ქუჩაზე. მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის სამუშაოებს ერთი მუშა ემსხვერპლა. ის მიწის მასის ქვეშ მოყვა. 22 წლის ახალგაზრდა მალევე ამოიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.
მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ასევე დაშავდა მეორე მუშა, თუმცა მსუბუქად.
კასპის გამგებლის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებდა.