საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების გამო საფრანგეთის საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნი დღეს დილით თბილისის საკრებულოში გადაიტანეს. იქ მისვლა ნებისმიერ მსურვლეს შეეძლება. საკრებულოში დილიდან იმყოფებიან საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა დატოვა ჩანაწერი და გამოახატა საკუთარი სამძიმარი პარიზში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
„ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ამ რეალობაში ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა. ისლამური სახელმწიფო არის ერთი დიდი ტყუილი, იმიტომ რომ მას არც სახელმწიფოსთან არ აქვს კავშირი და არც ისლამთან. ეს არის ტერორისტული წარმონაქმნი, რომელიც დაასრულებს ისევე, როგორც ასრულებენ ტერორისტები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკრებულოს შენოაბში იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილი.
„გულწრფელად ვუსამძიმრებთ ფრანგ ხალხს და ზოგადად ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანი, მისი უფლება და მისი სიცოცხლე,“ - განაცხადა თამარ სანკიძემ.
სამძიმრის წიგნში საკრებულო შენობაში 7 საათამდე, ყველა მოქალაქეს შეეძლება საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის გამოხატვა,.
შენობაში იმყოფება საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.
„საფრანგეთში ეროვნული გლოვის მესამე დღეა, ჩვენ სამძიმრის წიგნებს მთელ მსოფლიოში ვხსნით,“ - განაცხადა რენო სალენსიმ.