20 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
„ჩვენ პენსიონერებს დღეს ძალიან უჭირთ, იმაზე მეტად უჭირთ, ვიდრე ოდესმე", - მიხეილ მაჭავარიანი

მიხეილ მაჭავარიანი სამგორის რაიონში მცხოვრებ პენსიონერ ქეთევან დიღმელაშვილთან იმყოფებოდა, რომელსაც გააცნო ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივა, რომლითაც 2016 წლის დასაწყისიდან, პენსიის ზრდა 50 ლარით იქნება შესაძლებელი.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, თუ მთავრობა უარს იტყვის პრემიებსა და დანამატებზე, მაგ შემთხვევაში პენსიის ზრდა შესაძლებელი იქნება.

„ჩვენ პენსიონერებს დღეს ძალიან უჭირთ, იმაზე მეტად უჭირთ, ვიდრე ოდესმე. მიგვაჩნია, რომ იმ ფუფუნების ნაცვლად, ასაც მთავრობა ღებულობს იმ არაფრის კეთებაში და უნიათობაში, ეს ფული რომ მიემართოს პენსიის ზრდაში, შესაძლებელია პენსიის ზრდა 50 ლარით,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. 

დღის ამბები