20 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
დედაქალაქის მერიას აუდიტის სამსახური ამოწმებს

თბილისის მერიას აუდიტის სამსახური ამოწმებს. სხვადასხვა სამსახურებს შორის მიმდინარეობს ზედამხედველობის სამსახურში გამოვლენილი დარღვევების შესწავლა. დასკვნა უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მასშტაბური შემოწმებისას მერიაში პირველ რიგში მოწმდება ორი უმსხვილესი გამგეობა გლდანისა და სამგორის გამგეობები.

„ასევე არის ზედამხედველობის სამსახური, ადმინისტრაცია, რომელსაც ერთერთი მაღალი საბიუჯეტო ასიგნებები გააჩნია. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ამ სამსახურების შემოწმების შემდეგ დავინახოთ პრობლემები, რომელიც შეიძლება არსებობდეს სხვა დეპარტამენტებში და გადავიდეთ სხვა დეპარტამენტების შესამოწმებლადაც“, - განაცხადა ლაშა თორდიამ. 

დღის ამბები