02 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ქარბორბალა ფოთში - დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები

ფოთს ქარბორბალამ გადაუარა. ქალაქში ძლიერი ქარი რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. კერძო საცხოვრებელ სახლებთან ერთად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი რუხაძის ქუჩაზეც.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები რის გამოც ქალაქში ელექტრო მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა თუმცა ამ დროისთვის ფოთში ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. 

ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის. ფოთის მერიაში უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს და დაზარალებულებს დახმარებას აღმოუჩენს. 

დღის ამბები