20 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
"ჩვენ პოლიტიკურად მთლიანად ვუერთდებით იმ ბრძოლას, რომელსაც თავისუფალი სამყარო აწარმოებს ტერორიზმის წინააღმდეგ,“ - დავით ბაქრაძე

საკრებულოს შენობაში იმყოფებოდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე, რომელმაც, ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატად გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ეს მოვლენები, ეს ტრაგედია ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა გადავა ახალ და გადამწყვეტ ფაზაზე და საქართველოს მომავალი მთლიანად დამოკიდებულია ამ ბრძოლის წარმატებაზე. ჩვენ პოლიტიკურად მთლიანად ვუერთდებით იმ ბრძოლას, რომელსაც თავისუფალი სამყარო აწარმოებს ტერორიზმის წინააღმდეგ,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები