20 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
"საქართველო უფრო ახლოსაა ტერორიზმის წარმომშობ წყაროებთან და ქვეყნებთან, ვიდრე საფრანგეთი," - კახა კუკავა

საკრებულოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმაც გააკეთა.

„ჩვენ ყველანი ერთად ვგლოვობთ დაღუპულებს და უნდა ვეცადოთ რომ აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი უბედურება. ტერორიზმს გამრთლება არ აქვს, ტერორიზმს რელიგია არ აქვს და არ აქვს ეროვნული კუთვნილება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემაც.

„ეს ტრაგედია, რომელიც დატრიალდა პარიზში, ხელისუფლების და შესაბამისი ორგანოების ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან საქართველო უფრო ახლოსაა ტერორიზმის წარმომშობ წყაროებთან და ქვეყნებთან, ვიდრე საფრანგეთი. ჩვენ ვართ რისკის ზომაში,’ - განაცხადა კახა კუკავამ.

ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ თბილისში. დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი საკრებულოში, სადაც სამძიმრის წიგნი გაიხსნა.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საღამოს 7 საათამდე 13 ნოემბერს პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმროს ფრანგებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები