ფრანგ ხალს სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. საკრებულოს შენობაში იმყოფებოდა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, რომელმაც სამძიმართან ერთად ისაუბრა საქართველოს როლზე მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის დაცვის მიმართულებით.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მიწევს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვება ბრიტანელი ხალხის სახელით. ვუთანაგრძნობ ფრანგ ხალხს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთი ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში. ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ ამ ტრაგედიას და ყველა ერთად ვიმუშავებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ოჯახები. ტერორიზმი წარმოადგენს საფრთხე, ნებისმიერი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლიმ.