„ხელები შორს უნივერსიტეტისგან!", „არა პანორამა-ბათუმს!“ - ან ლოზუნგებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს აქცია გამართეს.
ოპოზიციონერები მწვანე კონცხზე მდებარე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტისთვის განკუთვნილი სამსართულიანი შენობისა და 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შესაძლო გაყიდვას აპროტესეტებენ.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დაინტერესებული კომპანიის უკან, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული, ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას და შენობის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად ფასად ყიდვას აპირებს.
ნაციონალურ მოძრაობაში უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი შენობის გაყიდვას დაუშვებლად მიიჩნევენ და რექტორსა და აკადემიურ საბჭოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მათივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი უნივერსიტეტის რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსის გაყიდვასა და ბათუმის უნივერსიტეტის გარეშე დატოვებას აპირებს.
ოპოზიციის ბრალდებებს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მიზანმიმართული ჭორია.