გუდაური–კობის მონაკვეთზე, რომელიც ინტენსიური თოვის გამო ჩაკეტილი იყო, დღის მეორე ნახევარში საავტომობილო მოძრაობის აღდგენა მოხერხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 16 ნოემბრის 00.03 სთ–დან ინტენსიური თოვის, ძლიერი ქარბუქისა და ნულოვანი ხილვადობის გამო, გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ახლა კი ეს შეზღუდვა უკვე მოხსნილია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის 134-135 კილომეტრზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას ტრანსპორტის გაჩერება იკრძალება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.