02 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
თბილისში, დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ ქარვასლასთან ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. დაზიანებულია 6 ავტომობილი. დადიანის ქუჩაზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება.

ადგილზე მუშაობს რამდენიმე სამაშველო ჯგუფი. მაშველები ავტომობილებს და გზის სავალ ნაწილს ასუფთავებენ.

რამ გამოიწვია ხის წაქცევა, უცნობია. შესაძლოა, მიზეზი ძლიერი ქარი იყოს. 

 

დღის ამბები