20 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
4 მილიონი ექსპერტებისთვის - თბილისის მერია სკანდალში ეხვევა

მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის არასაკმარისი ბიუჯეტის ფონზე, თბილისის მერია ტრანსპორტის რეგულირების გეგმისთვის სპეციალისტების დაქირავებას გეგმავს.

ამ პროექტისთვის კი მთავარ საფინანსო დოკუმენტში 4 მილიონია გათვალისწინებული.

ტრანსპორტისა და საზგაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისის გენერალური გეგმის ნაწილიც არის, რომლის დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან 2 მილიონი გამოიყოფა.

გეგმის ავტორები ამბობენ, რომ საგზაო ინფრატრუქტურა თბილისის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. 

სპეციალისტები, რომლებიც დედაქალაქში არსებული სატრანსპორტო მოძრაობისა და ყოველდღიური საცობების შესახებ მუშაობენ, მერიის გადაწყვეტილებას ბუნდოვანს უწოდებენ.

მათი თქმით, სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილებს მიზნით, მთავრობამ თანხა დაზიანებული გზების რეაბილიტაციაზე უნდა დახარჯოს. 

 

 

ავტორი ეკო მაღრაძე

 

 

 

 

დღის ამბები