ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე. მსუბუქად დაშავდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმ მანქანაში იჯდა, რომელსაც ხე დაეცა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფმა საავადმყოფოში გაიდაყვანა.
ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე იქვე გაჩერებულ 6 ავტომობილს დაეცა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშორმლები მუშაობდნენ. პერიმეტრი უკვე გაწმენდილია.