მთავარი პროკურორობის 8 კანდიდატიდან იუსტიციის მინისტრი დღეს იმ სამს დაასახელებს, რომლებსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. საპროკურორო საბჭო მათ ხვალ შეხვდება და გასაუბრების შემდეგ ერთს შეარჩევს. საბოლოოდ, მას 6 წლის ვადით პარლამენტი დაამტკიცებს.
კანდიდატთა შორის არის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე.
საპროკურორო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ არასამთავრობოებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ კვლავ აქვთ შენიშვნები პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით.