საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის და ევროპალატის პრეზიდენტები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
განიხილეს საქართველოს ევროპულ ბაზართან დაახლოების საკითხები.
ევროპალატის პრეზიდენტი რიჩარდ ვებერი თბილისში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება.
„მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები, შევხვდი მთავრობის წევრებს და ოფიციალურ პრებს. ჩემს მისიას ორი მიზანი აქვს, პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპაში სავაჭრო პალატები ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ახალგაზრდების განათლებაა,“ - განაცხადა რიჩარდ ვებერიმ.
იგი დღეს შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.