20 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა

NDI-ის კვლევის შემდეგ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოში იმ მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. 

ევრაზიის ფონდის კვლევის მიხედვით გამოკითხულ მოქალაქეთა 61% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს მაშინ როდესაც მათი რაოდენობა გასულ წელს 78% იყო. 

ამავე კვლევაში მოქალაქეებს აქვთ შიში, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის.  თუ ასეთი შიში 2013 წელს გამოკითხულ მოქალაქეთა რაოდენობის 30% ჰქონდა წელს ეს მაჩვენებელი 45%

ევრაზიის ფონდი დაინტერესდა მოქალაქეების აზრით თუ ვინ შეიძლება ყველაზე კარგად დაეხმაროს საქართველოს. გამოკითხულთა 33% ამბობს რომ ევროკავშირი. 24% რუსეთი ხოლო 17% ამბობს, რომ ამერიკა. 

გამოკითხულთა 61% თვლის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არამიზნობრივად იხარჯება.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ქართულენოვანი მოსახლეობის 66%-ს სმენია, ხოლო ეთნიკური უმცირესობების - მხოლოდ 26%-ს. შესაბამისად.

ევროინტეგრაციის მიმართ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაც დაბალია. მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანებას ქართულენოვანი მოსახლეობის 64% უჭერს მხარს, ხოლო ეთნიკური უმცირესობების - 35%.

დღის ამბები