აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მწვანე კონცხზე ტერიტორიის ნაწილის ახალი მფლობელის უკან ყოფილი პრემიერმინისტრი–ბიძინა ივანიშვილი იდგეს. არჩილ ხაბაძე 25–ე არხთან ინერვიუში აცხადებს, რომ ბათუმისთვის ახალი ინვესტორი ივანიშვილის სახით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კომპანია, რომელმაც მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთები შეიძინა ინვესტიციის სახით 200 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთის ახალი მფლობელი 2015 წლის ივნისში დაფუძნებული შპს ბიზნეს დეველოპმენტია, რომელიც 100%-იანი წილის მფლობელი შპს ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებია.
ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები 2005 წელს შეიქმნილი კომპანიაა და ის ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს ძირითადად იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
თანამშრომლობს თუ არა მწვანე კონცხზე ტერიტორიების ახალი მფლობელი კომპანია, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფ ფონდებთან უცნობია, რადგან პარტნიორების შესახებ ცნობებს კომპანიაში კონფიდენციალურობის მოტივით არ ახმაურებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთებისა და შენობების შეძენის სურვილი უშუალოდ მათთან ბიძინა ივანიშვილმა 1 თვის წინ გამოთქვა. ბათუმელები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ყოფილი პრემიერმინისტრი რამდენჯერმე იმყფებოდა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.