20 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ჰააგის სასამართლოსადმი ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა

ჰააგის სასამართლოსადმი ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა. ისინი მხარს უჭერენ პროკურორ ბენსუდას შუამდგომლობას დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლა.

ასევე მოითხოვენ გაფართოვდეს გამოძიების ფარგლები, რომელმაც 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი უნდა მოიცვას. მათი შეფასებით, გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებით, ქართველი სამხედრო ტყვეების წამების, სამოქალაქო პირებისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით.

არასამთავრობოებმა ჰააგის სასამარლთოს, პროკურორ ბენსუდას განცხადების შემდეგ მიმართეს. ბენსუდამ, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა საქართველოში, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულებს მიმართა და განაცხადა, რომ შეეძლოთ ჰააგას მოსამართლეებისთვის მიეწოდებინათ გამოძიების დაწყებისთვის საჭირო ინფორმაცია. 

დღის ამბები