20 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
შვედი მოგზაური და გინესის რეკორდსმენი იოჰან ნილსონი საქართველოშია

შვედი მკვლევარი, მოგზაური და გინესის რეკორდსმენი იოჰან ნილსონი 10 წლის შემდეგ საქართველოს ესტუმრა.

მან ქართველებს თავისი გამოცდილება საჯარო ლექციაზე გაუზიარა და საკუთარი ექსპედიციების შესახებ ვიდეოც აჩვენა.

ადგილი სადაც შვედი მკვლევარი და მოგზაური უკვე აპირებს მესამედ ჩამოსვლას - საქართველოა.

იოჰან ერნესტ ნილსონი 160-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი. საქართველო კი თავისი არქიტექტურით, ხალხითა და ბუნებით მისთვის დღემდე გამორჩეულია.

ნილსონის მომავალი ექსპედიცია 1 წელი გაგრძელდება. ის ჩინეთში ველოსიპედით დაიწყება და საქართველოს ამ მოგზაურობის ფარგლებში გაზაფხულზე ესტუმრება.

ავტორები: ანუკა ელიზბარაშვილი, თამთა ობოლაძე, ქეთი ჯაფარიძე. 

 

დღის ამბები