20 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
თბილისის ცენტრში მდებარე 2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაშლილია

კვირაზე მეტია 195-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილები სრულყოფილად აღარ ტარდება. საკლასო ოთახებში სიცივის გამო მოსწავლეები სკოლაში აღარ დადიან, ადმინისტრაცია კი იძულებული გახდა, სწავლის პროცესის მთლიანად შეწყვეტას გაკვეთილების ხანგრძლივობა შეემცირებინა.

სიცივის გამო სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს 166-ე საჯარო სკოლაშიც.

რამდენიმეკვირიანი ლოდინის შემდეგ დღეს გათბობა პირველად ჩაირთო, თუმცა სრული დატვირთვით ვერ მუშაობს.

სკოლებში გათბობის პრობლემის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში ჯერ კიდევ ზაფხულიდან ჰქონდათ.

განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მომდევნო კვირიდან ჩაირთვება ყველა სკოლაში, სადაც გათბობა ამ დრომდე არ მუშაობს.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, თამთა ობოლაძე, ნათია ობოლაძე. 

 

 

დღის ამბები